დღეს, 21 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსი" "შარლოტ ჰორნეტსს" ესტუმრა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 123:122 დასრულდა.
"ინდიანას" შემადგენლობაში გოგა ბითაძე მოედანზე არ გვინახავს.
საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ. ლიეტუველმა ვარსკვლავმა თავი 33 ქულით, 15 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მალკომ ბროგდონმა 28 ქულა, 4 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "შარლოტს", ლამელო ბოლმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა გამთამაშებლის ანგარიშზე 31 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.
ლამელოს მხარი გორდონ ჰეივარდმა აუბა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"ინდიანა" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰორნეტსი" იმავე რიცხვში "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.