გოგას ლიმიტირებული დრო და მშვენიერი თამაში, "ინდიანამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 13-ქულიანი უპირატესობით, 111:98 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა (1 ორქულიანი, 2 სამქულიანი), 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

საუკეთესო მექულე კი მაილის ტერნერი გახდა, რომელმაც თავი 25 ქულით, 13 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან არჯეი ბარეტმა გუნდს 23 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანას" 3 მოგება და 6 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას
6 ნოემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს.

ნიუიორკელებს მოგება-წაგების ბალანსი 5/3-თან აქვთ, მომდევნო მატჩს კი იმავე 6 ნოემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხომ შეიძლება იმდენი მოახერხოთ და ბითაძის მომენტები ამოჭრათ?!
0
ძალით აგდებინებენ ხოლმე ტერნერს ეგ გუნდი უნდა დატოვოს საზიზღრები არიან.
sddd
12:49 04-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული