შესანიშნავი მატჩი დალასში - "ლეიკერსმა" ოვერტაიმში ბოლო წამზე გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "დალას მავერიკსს" ესტუმრა და 107:104 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 10 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ლებრონ ჯეიმსმა 24 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მატჩის "იქს ფაქტორი" კი ოსტინ რივსი აღმოჩნდა, რომელმაც 15 ქულა (5/6 სამქულიანი), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

რაც შეეხება "მავერიკსს", ჯეილენ ბრანსონმა გუნდს 25 ქულა, 3 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ლეიკერსი" 16
გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 18 დეკემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"დალასი" 14 მოგებითა და ამდენივე წაგებით იმავე დასავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, 20 დეკემბერს კი იმავე "მინესოტას" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული