ვიცე-ჩემპიონებმა ვარსკვლავურ "ლეიკერსს" გადაურბინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცენტრალური შეხვედრა კალიფორნიაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "ფინიქს სანსს" შორის გაიმართა. შეხვედრა "სანსის" გამარჯვებით, 108:90 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა 22 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება "ფინიქსს", დევინ ბუკერმა გუნდს 24 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 16 მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სანსი" 25 გამარჯვებითა და 5 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 24 დეკემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული