ვარსკვლავების 66 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ბრუკლინი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფილადელფია" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 110:102 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯეიმს ჰარდენმა 33 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

კევინ დურანტმა გუნდს 33 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

რაც შეეხება "ფილადელფიას", ჯოელ ემბიდმა თავი 34 ქულით, 7 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "ნეტსი" 23 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 2 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ფილა" 19
გამარჯვებითა და 16 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 4 იანვარს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული