"ლეიკერსი" ტერნერით დაინტერესდა, დროა გოგამ შანსი მიიღოს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ინდიანა პეისერსის" ცენტრის, მაილის ტერნერის გუნდში მიყვანას ცდილობს.

როგორც წყარო იტყობინება, 25 წლის სპორტსმენით, კალიფორნიელების გარდა, "დალასი", "ნიუ იორკი" და "შარლოტი" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, მაილისს ამ სეზონში საშუალოდ 13.1 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.9 დაფარება აქვს.

თუ ეს გაცვლა მოხდება, გოგა ბითაძე სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებს და ქართველსაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
როცა აიყვანეს,მაშინ უკეთესი იყო,ვიდრე დღეს.სულ დაკარგული აქვს თავდაჯერებულობა.მეგონა ზაფხულში სროლებზე იმუშავებდა,მაგრამ კიდევ უფრო გაუფუჭდა პროცენტი.ტერნერი სწრაფია,მოძრავი,კარგი ნახტომით და სამქულიანი ტყორცნით.გოგა გაცილებით ნელია და შეტევაში ნაკლებ ეფექტური.ის ტერნერის საპირწონედ ვერ გამოდგება.ცდილობენ მძიმე ცენტრად გამოზარდონ,მაგრამ პროგრესი არ ჩანს და მეეჭვება მის იმედად,ტერნერს შეელიონ.ინდიანას ჩემი აზრით,კარგი გამთამაშებელი უფრო სჭირდებათ.ამ დილას ვუყურე მათ თამაშს ბოსტონში და კაი ხანია,ასეთი დაბალი ხარისხის კალათბურთი ნბაში არ მინახია.არც ერთი მხარე არ იმსახურებდა გამარჯვებას,მაგრამ დამატებით დროში მაინც ბოსტონმა გაიმარჯვა.ამდენი კალათისაგან საერთოდ აცდენილი ტყორცნა,მეეჭვება ოდესმე მენახოს,უაზრო დაკარგვებზე და არაზუსტ პასებზე, სალაპარაკოც აღარაა.
სოსო
11 იანვარი 2022 14:11
1
ერᲗ დონეზე დარᲩა,
რომ მოემატებიოს Თავის და მოინდომის უნდა აჯობოს ტერნერს ,მაგრამ ცოტა არ იყოს ისე Ჩანს რომ დაკმაყოფილდა რასაც მიაᲦწია.3 წლუს განმავლობასი როგორ ვერ განვუᲗარდა ისე Თუნდაც სხვა გუნდს წაეყვანა.მაგრამ სიზარმაცე და ასე Შემდეგ ქარᲗული რაც გვᲭირს სპორტსმენებს
მოქალაქე
11 იანვარი 2022 11:17
2
ჯერ ერთი რომ გაცვალონ შეიძლება ვინმე მაღალი მივიდეს ინდიანაში... და საერთოდ რომც არ მივიდეს მაღალი მაქსიმუმ 10-15 წუთი ათამაშონ
ვაი ჟურნალისტები
11 იანვარი 2022 10:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული