"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ლიდერმა სტეფ კარიმ GQ-სთან ინტერვიუში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა მაყურებელმა 2-გზის საუკეთესო კალათბურთელს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა "ოქროსშტატელების" 2017 წლის გუნდი 1996 წლის ლეგენდარული "ჩიკაგოს" დამარცხებას.
"რა თქმა უნდა, პასუხი არ ვიცით, თუმცა ფურცელზე თუ გვარებს შევადარებთ, სხვანაირად დავფიქრდებით. მომწონს ჩვენი შანსები. გეტყვით, რომ "ბულზს" 6 შეხვედრაში დავამარცხებდით" - განაცხადა კარიმ.
შეგახსენებთ, ამ გუნდის შემადგენლობაში ზაზა ფაჩულიაც გამოდიოდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით