"გოლდენ სტეიტმა" იანისი ვერ გააჩერა! სანდროს გუნდმა ერთ-ერთ ფავორიტს გადაურბინა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 118:99 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც აქტივში 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 12 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

კრის მიდლტონმა 23 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"უორიორსის" შემადგენლობიდან ენდრიუ უიგინსმა გუნდს 16 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც დაფარება შესძინა.

სტეფ კარიმ და კლეი
ტომპსონმა ჯამში 23 ქულა ჩააგდეს.

ამრიგად, "ბაქსი" 27 გამარჯვებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 30 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 15 იანვარს, "ჩიკაგო ბულზის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული