ბითაძემ ლიგის გამორჩეულ გუნდთან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 113:103 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძე სოლიდური, 35 წუთით დაიტვირთა და თავი 16 ქულით (6/14), 11 მოხსნით (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. ლიდერების არ ყოფნაში ქართელმა ცენტრმა რიკ კარლაილს (მწვრთნელს) დაანახა, რომ გაცილებით დიდ დროსა და ნდობას იმასხურებს.

ლენს სტივენსონმა გუნდს 17 ქულა (7/9), 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ფინიქსის" მხრიდან კრის პოლმა 18 ქულა (8/11), 4 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა
მიითვალა.

ბისმაკ ბიომბომ აქტივში 21 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ინდიანა" 17 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სანსი" 36 გამარჯვებითა და 9 წაგებით ლიგაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 25 იანვარს, "იუტა ჯაზის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გულდასმით ვუყურე მომენტებს და მიკვირს ამდენი ქულაც როგორ მოაგროვა გოგამ, გადმოვარდნილ ბურთებს თუ ჩააგდებდა არავინ პასებს არ აძლევდა, გამახსენდა ფეხბურთელთა სსრ ნაკრები ცხონებულ ყიფიანსა და შენგელიას პასებს არც რუსები აძლევდნენ და არც უკრაინელები?!...
ლეო
10:58 23-01-2022
4
მაგრია გოგა! მასე გააგრძელე, მიაწექი მაგათ!
ბათუმი
10:52 23-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული