"ინდიანა" გოგას კონკურენტთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს - "ჩიკაგო" ტომპსონის დამატებას განიხილავს

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზსის" ხელმძღვანელობამ თვალი "ინდიანა პეისერსის" 30 წლის ცენტრს, ტრისტან ტომპსონს დაადგა.

ინდიანაპოლისური გუნდის მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის თქმით, მხარეები მალე ერთმანეთთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

შეგახსენებთ, ტრისტანი "საკრამენტოდან" გადმოვიდა, მიმდინარე სეზონში კი საშუალოდ 6.3 ქულას, 5.3 მოხსნასა და 0.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

რა თქმა უნდა, ეს სიახლე ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ტომპსონი გოგა ბითაძის პირდაპირი კონკურენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაილის ტერნერი ტრავმას მოიშუშებს და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული