კარის 34 ქულა "გოლდენ სტეიტს" გასამარჯვებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 129:114 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი გახლდათ, რომელმაც თავი 39 ქულით, 9 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

დიანჯელო რასელმა 22 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

"გოლდენ სტეიტის" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 34 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "მინესოტა" 34 გამარჯვებითა და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"ოქროსშტატელები" 43 მოგებითა
და 19 მარცხით იმავე დასავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 4 მარტს, "დალას მავერიკსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული