დონჩიჩის 41 ქულა და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 122:113 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 41 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

სპენსერ დინვიდიმ 17 ქულა, 1 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან ჯორდან პულმა აქტივში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2-იც ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

სტეფ კარიმ თავი 21 ქულით, 5 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "მავერიკსი" 38 გამარჯვებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 6 მარტს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"უორიორსი" 43 მოგებითა და 20 მარცხით იმავე დასავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 6 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული