ბრწყინვალე თამაში და მატჩის მომგები დაფარება - ლიდერების დრამა ფილადელფიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ფილადელფიას" ესტუმრა და 118:116 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ 40 ქულა (16/24), 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაფარება მატჩის მომგები გამოდგა.

კრის მიდლტონმა გუნდს 22 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ აქტივში 18 ქულა, 8 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა თავი 32 ქულით, 5 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით
გამოიჩინა.

ჯოელ ემბიდმა 29 ქულა, 14 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ბაქსი" 47 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ აპრილს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფილადელფია" 46 გამარჯვებითა და 29 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1-ელ აპრილს, "დეტროიტ პისტონსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული