ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"მილუოკი ბაქსი" "ჩიკაგო ბულზსს" ესტუმრა და 111:81 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან საუკეთესო გრეისონ ალენი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 6 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
იანის ანტეტოკუმპომ და ბობი პორტისმა თანაბარი 18-18 ქულა დააგროვეს.
მასპინძლების შემადგენლობიდან ნიკოლა ვუჩევიჩმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ბაქსი" სერიაში 2:1 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება.
სხვა თამაშები:
"ატლანტა ჰაუქსი" - "მაიამი ჰიტი" - 111:110
"ნიუ ორლეანს პელიკანსი" - "ფინიქს სანსი" - 111:114