NBA-ის პლეი-ოფის პირველ რაუნდში კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის "ბრუკლინ ნეტსი" "ბოსტონ სელტიკსთან" სერიაში უშანსოდ 0:4 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
დღეს, 26 აპრილს, "ბოსტონი" "ბრუკლინს" სერიაში მეორედ ესტუმრა და 116:112 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან კევინ დურანტმა თავი 39 ქულით, 7 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
კაირი ირვინგმა გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
სტუმართა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა აქტივში 29 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი
გადაცემა ჩაიწერა.
მარკუს სმარტმა 20 ქულა, 5 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "სელტიკსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "მილუოკი ბაქსსა" და "ჩიკაგო ბულზს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. მოქმედი ჩემპიონებისა და "ხარების" დაპირისპირებაში ანგარიში 3:1 გახლავთ, 28 აპრილს "ირმები" უკვე სერიის დახურვას შეეცდებიან.
სხვა თამაშები:
"ფილადელფია" - "ტორონტო რეპტორსი" - 88:103 (სერიაში ანგარიში - 3:2)
"დალას მავერიკსი" - "იუტა ჯაზი" - 102:77 (სერიაში ანგარიში - 3:2)
-იქნებ ინტენსიურად "გაგეშუქებინათ"