ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
"მემფის გრიზლი" "მინესოტა ტიმბერვულვზს" ესტუმრა და 114:106 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან დესმონ ბეინმა და დილონ ბრუკსმა თანაბარი 23-23 ქულა მიითვალეს.
ჯა მორანტმა აქტივში 17 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და თითო-თითო ჩაჭრა და დაფარება ჩაიწერა.
მასპინძელთა მხრიდან ენტონი ედვარდსმა გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება შესძინა.
ამრიგად, "მემფისმა" სერია 4:2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება, "მინესოტასთვის" კი სეზონი დასრულებულია.