ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციაში, ნახევარფინალური ეტაპის მატჩში, "ფინიქს სანსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 121:114 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან დეანდრე ეიტონმა თავი 25 ქულით, 8 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
დევინ ბუკერმა 23 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
სტუმართა შემადგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 45 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "სანსი" სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 5 მაისს გაიმართება.
სხვა მატჩი:
"მაიამი ჰიტი" - "ფილადელფია" - 106:92