ლუკამ მაგარი მატჩი ჩაატარა - "დალასმა" "ფინიქსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლე-ოფის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

"დალას მავერიკსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 103:94 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 26 ქულა, 13 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ჯეილინ ბრანსონმა აქტივში 28 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან ჯეი კრაუდერმა 19 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

დევინ ბუკერმა თავი 18 ქულით, 2 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "დალასმა" სერიაში ანგარიში შეამცირა (1:2), მომდევნო
მატჩი 8 მაისს, კვლავ "მავერიკსის" მოედანზე გაიმართება.

სხვა შეხვედრა:

"ფილადელფია" - "მაიამი ჰიტი" - 99:79 (სერიაში ანგარიში 1:2)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული