ლუკას მაგარი მატჩი "ფინიქსის" დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა.

დასავლეთ კონფერენციაში "ფინიქს სანსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 129:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან დევინ ბუკერმა თავი 30 ქულით, 4 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კრის პოლმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"დალასის" შემადგენლობიდან ლუკა მოდრიჩმა გუნდს 35 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.


ამრიგად, ფინიქსელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო 2 შეხვედრა (7 და 8 მაისს) "დალასის"
მოედანზე გაიმართება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში "მაიამი ჰიტმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და 119:103 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯიმი ბატლერმა აქტივში 22 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ბემ ადებაიომ 23 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ფილადელფიას" შემადგენლობიდან ტაირის მაქსიმ თავი 34 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 20 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ჰიტი" 2:0 დაწინაურდა. სერიის მომდევნო 2 შეხვედრა (7 და 9 მაისს) ფილადელფიაში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მოდრიჩი ყველაზე მაგარი კალათბურთელია!
გულშემატკივარი
12:32 05-05-2022
0
ლუკა მოდრიჩი ))))))
გიორგი
11:52 05-05-2022
0

სიახლეები პოპულარული