დრამატული მატჩი და "გოლდენ სტეიტის" სენსაციური მარცხი - სუპერფინალი სუპერმატჩით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სუპერფინალის პირველი მატჩი დღეს, გამთენიისას გაიმართა, სადაც "ბოსტონ სელტიქსმა" "გოლდენ სტეიტი" გასვლაზე 120:108 დაამარცხა. 

თავდაპირველად "ოქროსშტატელები" დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ალ ჰორფორდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით სტუმრებმა გამარჯვება შეძლეს.

მეოთხე პერიოდში "კელტებმა" 17-0 გაქცევა მოახერხეს. აღსანიშნავია სტეფ კარის პერფორმანსი, მან 34 ქულა შესძინა გუნდს, თუმცა გუნდის მეორე ლიდერმა კლეი ტომპსონმა ვერ მოახერხა თავისი მატჩის ჩვენება.

"სელტიკსის" რიგებიდან გამოსარჩევია ვეტერანი ცენტრის, ალ ჰორფორდის თამაში. "დიდმა ალმა" გუნდს 27 ქულა მოუტანა და საჭირო დროს მიჯრით რამდენიმე სამიანი მოათავსა მეტოქის კალათში.

საუკეთესო შეხვედრა არ
ჰქონია გუნდის ვარსკვლავ ჯეისონ ტეიტუმს, მხოლოდ 12 ქულა და სროლის არც ისე კარგი პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა და თავი 13 ასისტით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, სერიის მეორე მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით 4:00 საათზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული