"ინდიანა" ბითაძის გაცვლას აპირებს, ფავორიტი "ვიზარდსია"

AutoSharing Option
"ვაშინგტონ ვიზარდსს" გამთამაშებლის დამატება სურს. The Athletic-ი წერს, რომ შესაძლოა "ინდიანას" 2 კალათბურთელი, მალკომ ბროგდონი და გოგა ბითაძე, დედაქალაქურ გუნდში აღმოჩნდეს.

"პეისერსი" მიიღებს კენტავიუს კოლდუელ-პოუპს, იშ სმიტსა და 23 ივნისის ლატარიის მე-10 არჩევანის უფლებას. "ვაშინგტონს" მალკომ ბროგდონი და გოგა ბითაძე შეუერთდებიან. ამასთან ერთად, დრაფტზე 31-ე არჩევანის უფლება ექნებათ.

"ბითაძე "ვაშინგტონს" კარგად მოერგება. მათ ცენტრი სჭირდებათ, რადგან გუნდმა მონტრზელ ჰარელი გაუშვა." - წერს The Athletic-ი.

შეგახსენებთ, "ინდიანამ" გოგა დრაფტზე 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი იქნება თუ იმ ღორებს მოსცილდება ! საერთოდ რატომ დაიმატეს დრაფტზე როცა 3 ნორმალური ცენტრი ისედაც ყავდათ @ არადა რიგში სან ანტონიო იყო და იმათ მიყავდათ მეორე ცენტრად ! თანაც გრეგ პოპოვითთან ვარჯიში და თამაში მაგრა მოუხდებოდა გოგას ! ინდიანას ავი ძაღლივით გამოუვიდა--თვითონაც რომ არ ჭამს და არც სხვას აჭმევს @@
zura222
16:05 23-06-2022
1
მონტრეზ ჰქრელი სამთარში დედლაინზე გაცვალეს. ვინც ერკვევა კალათბურთში იმან წეროს სტატია.. ნიკალა სხვა სპორტს მიაწექი...ვაშინგტონში ორი ცენტრი დახვდება და მოუწევს ჭიდილი მაინც წარმატებები
ვაი ჟურნალისტები
18:49 23-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული