ლუკას ბრწყინვალე მატჩი და მარცხი - "ფინიქსმა" 22-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 107:105 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "მავერიკსმა" 22-ქულიანი უპირატესობა გაანიავა.

მასპინძელთა მხრიდან დევინ ბუკერმა 28 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

დევინს მხარი დეანდრე ეიტონმა აუბა, რომელმაც აქტივში 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

"დალასის" შემდგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა 35 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

კრისტიან ვუდმა კი თავი 25 ქულით, 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"სანსი" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" ჩაატარებს, "მავერიკსი" კი 23 ოქტომბერს "მემფის გრიზლს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული