ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 116:91 გაანადგურა.
სანდრო მოედანზე ისევ არ გამოჩენილა.
"ირმების" შემადგენლობიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 5 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 26 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მასპინძელთა მხრიდან სადიქ ბეიმ 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "მილუოკი" ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება, "ბაქსის" ანგარიშზე ამ მომენტისთვის 7 მოგება და 0 მარცხია, შემდეგ შეხვედრას კი 5 ნოემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზთან" გამართავს.
"პისტონსი" 2 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთში მე-14 ადგილს იკავებს, იმავე 5 ნოემბერს კი "კლივლენდ კავალიერსს" ეთამაშება.
https://twitter.com/JimOwczarski/status/1587933265909915650
https://twitter.com/eric_nehm/status/1588290980469682176