ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 106:121 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 01:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 1 ასისტი მიითვალა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 8 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"ჰოუქსის" მხრიდან ტრეი იანგმა 21 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა გუნდიდან 5-ივე დამწყებმა კალათბურთელმა 15 ქულაზე მეტი ჩააგდო.
ამრიგად, "ბაქსი" 10 გამარჯვებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ატლანტა" 9 მოგებითა და 5 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზეა, 17 ნოემბერს კი "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.