სტეფ კარის 50 ქულა და 9 მოხსნა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "ფინიქსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 130:119 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა ლიდერმა სტეფ კარიმ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. სტეფმა 50 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.

მასპინძელთა მხრიდან კამერონ პეინმა გუნდს 29 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტს" 6 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა, შემდეგ შეხვედრას კი 19 ნოემბერს "ნიუ-იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსს" 9 მოგება და 5 მარცხი აქვს. მონტი ვილიამსის გუნდი 19 ნოემბერს "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიუხედავად სკეპტიკოსებისა და იმისა, რომ ზაზა ბევრ ბურთებს ვერ ყრიდა კალათში ის მაინც დიდ საქმეს აკეთებდა გოლდენში, ზონების გადაკეტვა, დაცვის შეკვრა-შედუღაბება, მსროლელისთვის არეალი გამოთავისუფლება. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ეფექტურად ვერ გამოიყურებიან, მაგრამ მათი გავლენა თამაშზე დიდია.
თენგაბი
15:41 17-11-2022
1
ასეა, ბევრი ფაჩულიას წვლილს არ აღიარებს, რომელიც ჩამშლელი და მეტად საჭირო კალათბურთელი იყო!...
ლაშა
13:28 17-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული