ლავინის 38 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვაშინგტონმა" "ჩიკაგო" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 100:97 დაამარცხა.

მატჩის ბედი მასპინძელთა ვარსკვლავმა კაილ კუზმამ გადაწყვიტა, "ლეიკერსის" ყოფილმა კალათბურთელმა შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე კალათში ურთულესი სამქულიანი მოათავსა და ბრედლი ბილის არყოფნაში გუნდს ულიდერა. კაილმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

სტუმართა მხრიდან თავი ზაკ ლავინმა 38 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ვაშინგტონი" 18 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. დედაქალაქელები მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს "ნიუ-იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ჩიკაგო ბულსი" 19 გამარჯვებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10
ადგილს იკავებს. "ხარები" 14 დეკემბერს "ოკლაჰომას" დაუპირისპირდებიან.

altლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული