"ლეიკერსი" გაძლიერებას განაგრძობს - ჰაშიმურას შემდეგ კალიფორნიელები ბოგდანოვიჩის დამატებას ცდილობენ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 23 იანვარს "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" კენდრიკ ნანი "ვაშინგტონ ვიზარდში" გაცვალა, საპასუხოდ კი იაპონელი რუი ჰაშიმურა დაიმატა.

კალიფორნიული გუნდი გაძლიერებას განაგრძობს, ამჯერად, მათი სამიზნე "დეტროიტ პისტონსის" ლიდერი ბოიან ბოგდანოვიჩი გახლავთ. "პისტონსის" ხემძღვანელობა მზადაა 33 წლის კალათბურთელი 1-ელი რაუნდის პიკის სანაცვლოდ დათმოს. ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი იოვან ბუა ავრცელებს.

ხორვატი კალათბურთელი სეზონში საშუალოდ 21.5 ქულას, 3.6 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს, რაც "ლეიკერსისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოიანი საშუალოდ 2.5 სამქულიანს აგდებს (42%), ეს კონკრეტული კი კალიფორნიელების სუსტი რგოლია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული