მაგარი მატჩი ინდიანაპოლისში - "ლეიკერსმა" ბოლო წამებზე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 112:111 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა.

2-თვიანი პაუზის შემდეგ ტაირის ჰალიბარტონი 26 ქულით, 2 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით დაბრუნდა.

მაილის ტერნერმა 20 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

კალიფორნიელთა მხრიდან ენტონი დევისმა გუნდს 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა (მათ შორის 1 ბოლო წამებზე).

ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 7 მოხსნა და
ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "პეისერსი" 24 გამარჯვებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 4 თებერვალს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 25 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 5 თებერვალს კი "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული