ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "მემფის გრიზლს" ესტუმრა და 141:132 დაამარცხა.
კავაი ლეონარდის, პოლ ჯორჯისა და მარკუს მორისის არყოფნაში გუნდს რასელ უესტბრუქმა 36 ქულით (13/18), 4 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით ულიდერა.
რასს მხარი რობერტ კოვინგტომა აუბა, რომელმაც თავი 27 ქულით (9/10), 4 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯა მორანტმა აქტივში 36 ქულა (11/28), 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.
დილონ ბრუკსმა 30 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "კლიპერსი" 41 გამარჯვებითა და 36 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.
"მემფისი" 48 მოგებითა და 28 წაგებით იმავე დასავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.
ეს გუნდები 1-ელ აპრილს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.