უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "მემფის გრიზლს" ესტუმრა და 141:132 დაამარცხა.

კავაი ლეონარდის, პოლ ჯორჯისა და მარკუს მორისის არყოფნაში გუნდს რასელ უესტბრუქმა 36 ქულით (13/18), 4 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით ულიდერა.

რასს მხარი რობერტ კოვინგტომა აუბა, რომელმაც თავი 27 ქულით (9/10), 4 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯა მორანტმა აქტივში 36 ქულა (11/28), 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.

დილონ ბრუკსმა 30 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა,
1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "კლიპერსი" 41 გამარჯვებითა და 36 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.

"მემფისი" 48 მოგებითა და 28 წაგებით იმავე დასავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

ეს გუნდები 1-ელ აპრილს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული