ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. "მაიამი ჰიტმა" "ნიუ იორკ ნიქსი" 96:92 დაამარცხა და სერია 4:2 დახურა.
ჯიმი ბატლერმა 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბემ ადებაიომ 23 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიაინ გადაცემა, ამდენივე დაფარება და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ნიუ იორკელების მხრიდან ჯეილინ ბრანსონმა გუნდს 41 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
"ჰიტი" ფინალში "ბოსტონისა" და "ფილადელფიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება, აღნიშნულ სერიაში ანგარიში 3:3-ია, მე-7 შეხვედრა 14 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.