ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალის სერიის პირველ მატჩში, "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ მატჩში 132:126 დაამარცხა. მართალია პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში "ანგელოზები" თამაშის გადარჩენასთან ახლოს იყვნენ.

"ნაგეთსის" ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა 34 ქულით, 21 მოხსნითა და 14 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.

რაც შეეხება "დენვერის" გამთამაშებელს ჯამალ მარის, კანადელმა თავი 31 ქულით, 5 მოხსნითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"ლეიკერსიდან" საუკეთესო ენტონი დევისი გახდა, ცენტრმა 40 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააფიქსირა.

გუნდებს შორის სერიის მეორე დაპირისპირება კვლავ დენვერში, 19 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წელსაც იოკიჩს უფრო ეკუთვნოდა სეზონის საუკეთესოს პრიზი,ემბიდიც მაგარია მარა იოკიჩი უფრო მრავალმხრივია. -ყველადროის საუკეთესო ევროპელი nba-ში
rable
11:57 17-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული