ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" "მაიამი ჰიტი" 116:99 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა.
ჯეისონ ტეიტუმმა თავი 33 ქულით, 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ფლორიდელების შემადგენლობიდან ჯიმი ბატლერმა გუნდს 29 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
სერიის მომდევნო შეხვედრა მასაჩუსეტსში 26 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.