"ბოსტონმა" "მაიამი" კვლავ დაამარცხა და სერიას ინტრიგა დაუბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე მატჩში "ბოსტონ სელტიკსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 110:97 დაამარცხა.

"ბოსტონიდან" საუკეთესო დერიკ ვაითი გახდა, 28 წლის კალათბურთელმა 24 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მარკუს სმარტმა 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 5 ჩაჭრა დააგროვა.

ჯეისონ ტეიტუმმა კი 21 ქულით, 8 მოხსნითა და 11 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ჰიტის" რიგებში დანკან რობინსონმა 18 ქულა, 4 მოხსნა
და 9 ასისტი მიითვალა.

ჯიმი ბატლერმა თავი 14 ქულით, 5 მოხსნითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში ფლორიდელთა სასარგებლოდ 3:2-ია.

გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 28 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული