This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის მეორე მონაწილე "მაიამი ჰიტი" იქნება, რომელმაც "სელტიკსი" აღმოსავლეთის ფინალის მე-7 სერიაში 103:84 დაამარცხა.
ჯიმი ბატლერმა თავი 28 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
იქს ფაქტორი აღმოჩნდა კალებ მარტინი, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
მასპინძელთა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა მატჩის დაწყებისთანავე ფეხის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ასე მოუწია, რის გამოც დიდად თავი ვერ გამოიჩინა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
მატჩი ჩააგდო ჯეილინ ბრაუნმაც, რომელმაც 19 ქულა დააგროვა, თუმცა მატჩიდან 35% ესროლა და 8 დაკარგვა ჰქონდა.
სუპერფინალში "ჰიტის" მეტოქე "დენვერი" იქნება, რომელმაც "ლეიკერსი" მარტივად, 4:0 დაამარცხა.
აღნიშნული დაპირისპირების პირველი მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე ჩატარდება.