Los Angeles Times-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" რასელ უესტბრუქი შეინარჩუნა, გუნდი დემიენ ლილარდისა და ჯეიმს ჰარდენის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება.
შეგახსენებთ, უესტბრუქმა გასულ წელს 47 მილიონი გამოიმუშავა, წელს კი 7.8 მილიონს (2 წელზე გათვლილი) მიიღებს, რითაც ისტორიაში შევა, როგორც კალათბურთელი, რომელსაც ყველაზე დიდი სხვაობა ჰქონდა გასული და მომდევნო წლის ანაზღაურებებს შორის.
მიუხედავად 2017 წლის საუკეთესო კალათბურთელის შენარჩუნებისა, ლოსანჯელესურ გუნდს გაძლიერება და ვარსკვლავების დამატება გადაწყვეტილი აქვს. შესაძლოა აქ ტაქტიკური სვლაც იყოს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში გამოდიან კავაი ლეონარდი,
პოლ ჯორჯი, ნორმან პაუელი და სხვა სახელოვანი კალათბურთელები, მსგავსი კალიბრისა და შესაძლებლობის მქონე სპორტსმენების კონკურენტებისთვის დათმობა სასურველი ნამდვილად არ უნდა იყოს.
საინტერესოა, ჩაეტევიან თუ არა სახელფასო ლიმიტში და დაიკლებენ თუ არა რასელის მსგავსად დემიენი და ჯეიმსი ანაზღაურებას.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით