"ოკლაჰომა სიტი თანდერმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 124:101 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ჯოშ გიდიმ თავი 19 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ირმების" შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
საუკეთესო მალიკ ბისლი გახლდათ, რომელმაც აქტივში 20 ქულა (6/11 სამქულიანი) ჩაიწერა.
ჯერჯერობით დემიენ ლილარდი საკუთარი თავის აჩრდილია, დღეს ერთ-ერთმა გამორჩეულმა გამთამაშებელმა 25 წუთში 5 ქულა (2/11) ჩააგდო.
ორივე გუნდს 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, "თანდერი" მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, "დეტროიტ პისტონსთან" ჩაატარებს, "ბაქსი" 21 ოქტომბერს "მემფის გრიზლს" შეხვდება.