10:46 01-11-2023
"სან ანტონიომ" ბოლო 7 წამში 4 ქულა აიღო და "სანსი" დაამარცხა - სანდროს ისევ არ უთამაშია [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმართა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე კვლავ არ გამოჩენილა.
საუკეთესო კელდონ ჯონსონი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
დევინ ვესელმა და ვიქტორ ვენბანიამამ თანაბარი, 18-18 ქულა ჩააგდეს.
"სანსის" შემადგენლობიდან კევინ დურანტმა გუნდს 26 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ერიკ გორდონმა აქტივში 20 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, ორივე გუნდს 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-8-მე-10 ადგილს იკავებენ.
3 ნოემბერს "სან ანტონიო" და "ფინიქსი" კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბიჭო არც ბითაძეს და არც მამუკელაშვილს არ ეძლევა თამაშის შანსი. შეიძლება რიგ თამაშებში ათამაშონ რამოდენიმე წუთი და ხშირად კიდე საერთოდ არ შემოყავთ სათამაშოდ! ხალხი კიდე იძახის არ უნდა წამოვიდნენ იქედანო! რაა ეგ არის მიზანი რომ მთავარია ნბა ს გუნდში ირიცხებოდე და არ აქ მნიშვნელობა ათაშებენ თუ არაა??? თუ იმ პირსახოცის ფრიალი სიამოვნეთ სკამზე რომ ზიან! რავი გაუგებარია ჩემთვის. ორივეს ემატება ასაკი და კარიერის ბოლომდე თუ ასე აპირებენ იქ დარჩენას, მაგარი კარიერა და მაგარი მიღწევა ექნება ორივეს!!! ორლანდოც და სან-ანტონიოც ორივე წყალწაღებული გუნდი იყო შარშან! და ეგეთი გუნდები გიმატებენ და ეგენიც არ გათამაშებენ. მიხვდი მაშინ რომ არაა ნბა შენი და წადი სადმე ევროპაში სათამაშოდ! მაგრამ ეს ხომ ნბაა? კარიერის ბოლოს საამაყოდ იტყვის ორივე მე ნბა ში ვთამაშობდიო! მაგრამ თამაშობდნენ კიი???
11
0
5 წელია ბითაძე ნბა-შია და ჯამში 5 თამაში არ ექნება ნათამაშები, კალათბურთელი ვიცი კალათბურთს თამაშობდეს და არა სკამზე იჯდეს!!
4
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული