სტეფ კარის ჯადოქრობები საკმარისი არ აღმოჩნდა - ოსტინ რივზმა "ლეიკერსს" ბოლო წამებზე მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში საშობაო მატჩები გაიმართა. დღის მთავარი შეხვედრა უდავოდ "გოლდენ სტეიტისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება გახლდათ, სადაც ერთმანეთს NBA-ის სუპერვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის დასაწყისში "ლეიკერსს" ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ენტონი დევისი გამოაკლდა, ამერიკელმა ცენტრმა კოჭი გადაიბრუნა, რის გამოც მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მიუხედავად ამისა, "ანგელოზები" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტეფ კარიმ მეოთხე მეოთხედში გუნდს ულიდერა და "უორიორსმა" მეტოქესთან სხვაობა შეამცირა, კარის მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანით კი ანგარიში გათანაბრდა, თუმცა
შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე, ოსტინ რივზმა "ელეი" წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 115:113 დააფიქსირა.

ლებრონ ჯეიმსმა 37 წუთში 31 ქულა, 4 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.

სტეფ კარიმ 36 წუთში 38 ქულა, 1 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

ოსტინ რივზმა კი 26 ქულით, 10 მოხსნითა და 10 შედეგიანი პასით სამმაგი დუბლი მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 17 მოგებითა და 13 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ჯეი-ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 29 დეკემბერს, "საკრამენტო კინგსის" წინააღდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 15 გამარჯვებითა და 14 წაგებით, დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. "უორიორსი" 28 დეკემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შეხვდება.

საშობაო დღის სხვა მატჩები

"ნიუ იორკ ნიქსი" - "სან ანტონიო სპურსი" - 117:114
"დალას მავერიქსი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი" - 99:105
"ბოსტონ სელტიქსი"- "ფილადელფია 76" - 114:118
"ფინიქს სანზი" - "დენვერ ნაგეთსი" - 110:100


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული