ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებიან
AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგისთვის სრულად დაკომპლექტდა. გუშინ გადაწყდა, რომ გუნდს ევროტურნირზე გიორგი ცინცაძე და ნიკოლოზ ცქიტიშვილი დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ "ხუვენტუდს" დაუპირისპირდება, თბილისში 19 სექტემბერს ითამაშებს, ესპანეთში - 21-ში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ცქიტიშვილი კოკოშკოვის მწვრთნელობისას ბოლოს ნაკრებში აღარ თამაშობდა. შარშან მიიწვია ნაკრებში ზუროსმა, თუმცა ცქიტიშვილმა უარი უთხრა, დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ და ნაკრებში ვერ ვითამაშებო. ასე რომ, ეს საკითხი 2016 წლის ზაფხულში ამოიწურა. ცქიტიშვილი ახლა მხოლოდ კლუბში თამაშობს, არცთუ ისე მაღალ, მაგრამ საკმარის ანაზღაურებას იღებს და კმაყოფილია. ასე რომ, ეს მისი გადაწყვეტილება იყო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.