17:50 19-09-2017
ესპანეთში გამართულ "ბასკონიას" კემპში მონაწილეობა 16-მა ქართველმა მიიღო [VIDEO]
AutoSharing Option
ბასკონიელთა კემპი თბილისში 18-21 ივლისს ჩატარდა და 2001-06 წლებში დაბადებული დაახლოებით 70 მონაწილიდან 16 პერსპექტიული ახალგაზრდა შეირჩა: გიორგი ბიჭიაშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, დაჩი ქავთარაძე, გიგი ტაბაღუა, მათე კაპანაძე, დათა გოგაძე, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ლუკა ხუციშვილი, გიორგი მოსიაშვილი, საბა მურღულია, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ლუკა დოლიძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე და სანდრო კასაბური.
ამ პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ ვიტორია-გასტიესში მონაწილეობა მიიღეს "ბასკონიას" გენერალურ კემპში, სადაც ესპანელი სპეციალისტების მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ. ქართველმა მოზარდებმა წარმატებით ჩაატარეს ვარჯიშები და უცხოელი სპეციალისტების მოწონებაც დაიმსახურეს. პროექტის პირობების თანახმად მოხდება წარმატებული ქართველი მოთამაშეების შერჩევა, რომლებიც ვარჯიშს ესპანეთში გააგრძელებენ.
ქართველ მოთამაშეებს ესპანეთში თან ახლდა ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი თემურ კანკია, რომელმაც ბასკონიელ სპეციალისტებთან მუშაობით სოლიდური გამოცდილება შეიძინა.
თემურ კანკიამ ესპანური კემპის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო საწვრთნელი შეკრება გამოვიდა. ახალგაზრდა ქართველმა მოთამაშეებმა "ბასკონიის" ბაზაზე კლუბის წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით ივარჯიშეს. გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. ყოველდღე ორჯერ, ხოლო მესამე დღეს თითო ვარჯიში ტარდებოდა.
ბიჭები კმაყოფილები არიან. მათ მიეცათ შანსი, უშუალოდ გაცნობოდნენ ევროპის წამყვანი კლუბის მუშაობის სპეციფიკას და ცნობილი სპეციალისტების ვარჯიშებში მიეღოთ მონაწილეობა. ეს მათ აუცილებლად წაადგებათ, რათა სწორედ განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ მოთამაშეებად.
ამასთან ერთად, მეც უდიდესი გამოცდილება მივიღე "ბასკონიის" მწვრთნელებთან მუშაობით, რაც საქართველოში მუშაობისას დიდად დამეხმარება.
კემპი დასრულდა და ბასკონიელი მწვრთნელები, სავარაუდოდ, მალე დაასახელებენ იმ მოთამაშეებს, რომლებშიც გამორჩეული პერსპექტივა დაინახეს და რომლებსაც სავარჯიშოდ ესპანეთში წაიყვანენ".
წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული