თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 17:17 დასრულდა, ტაიმი კი სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს - 30:29. ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს მესამე მეოთხედიც - 17:16, ბოლო ათწუთეულში კი მათი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა - 25:15.
ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო ვეტერანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლდათ, რომელიც თავის გუნდს 23 ქულით შეეწია და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - ასეთი საკადრო პრობლემების
საპასუხო შეხვედრას ირაკლი ხოშტარიას გუნდი სტუმრად ესპანეთში 21 სექტემბერს ჩაატარებს.
ნამატჩევს თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:
"ჩვენო ერთგულო ქომაგებო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის. დღევანდელ თამაშზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ენერგია, რაც თქვენგან მოდიოდა. მართალია დავმარცხდით ანგარიშით 60:72, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს.
არ ვაპირებთ დამარცხებასთან შეგუებას და 21 სექტემბერს ბადალონაში "ხუვენტუტთან" საპასუხო თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ".
იხილეთ სრული მატჩის ვიდეო
არადა ჩემს ირგვლივ ვინც იჯდა გუშინ დარბაზში ყველა ერთი და იმავეს იძახდა, რას ერჩიან ცქიტიშვილსო, ლონდარიძე-ბერიშვილის თამაშიც ყველამ ნახა და რისი თავიც აქვთ ეგეც გამოჩნდა.
ხოდა ჩემო თემო და თემოსნაირებო ბიძიებო სანამ ასე გააპრავებთ თემებს მანამდე არაფერი ეშველება ქართულ სპორტს.
მოკლედ შეგაზარებენ ყველაფერს რა! ფედერაციასაც ეტყობა, რომ მაგრად კიდია, 16 წლამდელების მწვრთნელის საქციელის მერე, რომელიც ცოცხალს და მკვდარს არ უტოვებდა მეტოქეებს და მსაჯებს, - არავითარი რეაქცია არ ყოფილა ესე იგი!!!
სპორტული ღირსება და ფეირ პლეი არ მოსულა, ჰო?
ბავშვებთან და ქალებთან გინება მოსულა, ჰო?
და, საზოგადოების თავშეყრის ადგილას ბილწსიტყვაობა რომ ხულიგნობაა და კანონით ისჯება, ამაზე ყურმოკვრით მაინც თუ გსმენია? თუ მოსულა მაინც?))
აა, თუმცა ვაჟკაცი ქართველისთვის კანონი რა პონტია, ჰო?
მადლობა დინამოს დღეს შეიძლებოდა მოგებაც, და წარმატებები.