გორან დრაგიჩი ნაკრებს გამოეთხოვა

AutoSharing Option
სლოვენიის ნაკრების გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მისი აზრით, ნაკრებიდან წასვლა ევრობასკეტის ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ - სწორი ნაბიჯია.

"მივაღწიე იმას, რაც მსურდა, - განაცხადა The Score-თან კომენტარში დრაგიჩმა. - მოვიპოვე ოქროს მედალი. ეს ყველაზე შესაფერისი დროა ნაკრებთან გამოთხოვებისთვის".

კვირას დასრულებულ ევრობასკეტზე დრაგიჩი ტურნირის MVP გახდა. ფინალში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ, სლოვენიელმა 35 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული