მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი, რომლის პრეზიდენტი არის გიორგი ცინცაძე, წევრები კი საქართველოს ეროვნული ნაკრების, სუპერლიგის და "ა" ლიგის მოთამაშები, შიო ხეცურიანის კალათბურთის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას გაეცნენ.
პროცესში მოთამაშეები რამდენიმე საინტერესო ინიციატივით გამოვიდნენ. კერძოდ, გიორგი ცინცაძემ ისაუბრა სუპერლიგის ყველა მოთამაშის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დისკუსია გაიმართა, სუპერლიგის კლუბების მოთამაშეებთან საკონტრაქტო ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, მოთამაშეების უმრავლესობას კლუბებთან ერთწლიანი კონტრაქტები აკავშირებთ. მოთამაშეთა გაერთიანების კავშირს სურს,
ასევე, რამდენიმე დღის წინ კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა ხელმძღვანელობამ შეიტანა ცვლილება რეგულაციაში და გაზარდა ლეგიონერების ლიმიტი ჩემპიონატში. მოქმედი რეგულაციით, სუპერლიგის გუნდს აქვს უფლება, შეიყვანოს განაცხადში 5 ლეგიონერი და მოედანზე გაიყვანოს 4. ეს ხელს უშლის ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების პროგრესს. კალათბურთელები ითხოვდნენ ამ მოცემულობის 4/3-ზე გადაყვანას. შიო ხეცურიანმა ისაუბრა შუალედურ ვარიანტზე - 5 ლეგიონერი განაცხადში - 3 მოედანზე, რაც უფრო მოქნილი და რეალიზებადია.
მოთამაშეთა გაერთიანების კავშირის განცხადებით, მათ კალათბურთის ფედერაციას გადაუგზავნეს აღნიშნული ინიციატივები და ელოდებიან რეაგირებას.
შიო ხეცურიანის პროგრამის გაცნობისას, მხარეებმა რეგიონების, ბავშვთა კალათბურთის, მწვრთნელების, მსაჯების და ქალთა კალათბურთის მიმართულებით არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. იმსჯელეს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვაზე კალათბურთის ფედერაციაში, დეტალურად გაეცნენ პრეზიდენტობის კანდიდატის ხედვას უახლოესი 10 წლის განმავლობაში კალათბურთის განვითარებაზე.
შეხვედრები გაგრძელდება.
გიორგი ჭკუასელი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის