"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე "ლუკოილ აკადემიკს" უმასპინძლებს

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი "დინამო თბილისი“ დღეს, 8 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში (მის: კოსტავას ქ. N75) 8 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ E ჯგუფში რუმინულ "კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ "ისთანბულთან“ და ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად მთლიანობაში მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. "დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დარჩენილი აქვს და მის მისაღწევად 8 ნოემბრის მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

მატჩის წინა დღეს კლუბმა სპორტის
სასახლეში ივარჯიშა, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ირაკლი ხოშტარია (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვემზადებით. პირველად ხდება, როცა გუნდის ყველა მოთამაშე მზადყოფნაშია და ამ მხრივ სასიხარულოა, რომ ტრავმები არ გვაწუხებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს პრობლემა, რომელიც ჩვენი გადატვირთული გრაფიკია. ერთდროულად გვიწევს ასპარეზობა საქართველოს სუპერლიგაში და ევროტურნირზე, რაც ჩვენთვის საკმაოდ რთულია. ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში, მაგრამ ეს ნორმალურია და თუ გვინდა ევროსარბიელზე გამოსვლა, ამას უნდა მივეჩვიოთ. ამ ეტაპზე პრობლემა ჩვენთვის აღდგენითი პროცესია.

მიხეილ ბერიშვილი (დინამო თბილისის კალათბურთელი):
ჩვენი მოწინააღმდეგე ბულგარული კლუბი, „ლუკოილ აკადემიკსია“. კარგად ვიცნობთ ამ გუნდს, სტუმრად ვეთამაშეთ და სამი ქულით დავთმეთ შეხვედრა. ახლა მაქსიმალურად ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ დაწერეთ ძალიან გთხოვთ ტელევიზია აჩვენებს ???
გიორგი ვარშავიდან
13:58 08-11-2017
0

სიახლეები პოპულარული