გიორგი ცინცაძე: ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა და კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ცინცაძემ კალათბურთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მე შიოს ვუჭერ მხარს და ველოდები, რომ შიო გაიმარჯვებს. კალათბურთში დადგება ის პერიოდი, როცა წინსვლა იქნება. მე 15 წელია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ და თუ მოვა ადამიანი და მეტყვის, რომ კალათბურთი კარგად არის, ნამდვილად გამეცინება და ავუხსნი იმ ადამიანს, რომ ასე არ არის.

მჯერა, რომ შიო ყველაფერს შეძლებს, მჯერა მისი ყველა გადაწყვეტილების და მჯერა იმ პროგრამის, რასაც შიო სთავაზობს ქართულ კალათბურთს.

რატომ დავაარსეთ კალათბურთელთა გაერთიანება?  შარშან მოვიგეთ თასი. მაშინ "ქუთაისში" ვთამაშობდი და თანხა არ ჩარიცხეს. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ეს კავშირი, რათა დაგვეცვა მსგავსი ფაქტებისგან მოთამაშეები.

არსებობდა სხვა კავშირიც, მაგრამ მათი აქტიურობა ჯერ არ მინახავს.

ნახავთ სიაშიც, რომ უმრავლესობა კალათბურთელებისა მხარში გვიდგას.

მე არა ვარ ჩახედული, ფედერაცია რას საქმიანობს. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს, მაგრამ ეს არ არის წინსვლა.

ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას და ნამდვილად სჭირდება შველა.

რაც შეეხება ნაკრებს, ჩამოვედი და გავიკეთე შემოწმება. დაზიანება მაქვს ფეხზე და სამწუხაროდ, ნაკრებს ვერ დავეხმარები", - თქვა ცინცაძემ.

Sportall.Ge

- შიო ხეცურიანი: კალათბურთის ფედერაცია ცდილობს, არჩევნები გააყალბოს
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი გუნდე დაეხმარე ამ ეტაპზე მაინც, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.
akaki
10:23 21-11-2017
0
რაღა მიხვედრა უნდა რომ ცინცაძემ ნაკრების დახმარება იუარა (ამ ეტაპზე მაინც)
qomagi
16:07 17-11-2017
2

სიახლეები პოპულარული