მიხეილ გაბრიჩიძე: დიდი შეურაცხყოფაა ნამდვილად, ეს ანგაჟირებული თემაა...

AutoSharing Option
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფედერაციას და გამგეობას რამდენიმე ბრალდება წაუყენა.

- შიო ხეცურიანი: კალათბურთის ფედერაცია ცდილობს, არჩევნები გააყალბოს
- გიორგი ცინცაძე: ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას

ამ და სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს დავუკავშირდით.

- შიო ხეცურიანის პრესკონფერენციაზე მინდა გკითხოთ, რომელიც ბრალს გდებთ, რომ გიორგი ცინცაძის მიერ დაარსებული საქართველოს კალათბურთელთა გაერთიანება სპეციალურად არ დაამატეთ სუბიექტად, რომელსაც შეეძლებოდა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. რას იტყოდით ამაზე?

- მიმდინარე
წლის 15 მაისს შედგა გამგეობის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 15 მაისის შემდგომ დარეგისტრირებული ორგანიზაციები საარჩევნო ყრილობამდე არ გაწევრიანდნენ ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიან წევრებად. რადგან შეიქმნა რამდენიმე ორგანიზაცია, არა მარტო კალათბურთელთა გაერთიანება, არამედ გულშემატკივართა კავშირი, ფანკლუბი და ა.შ.

იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კოპირება სხვა ორგანიზაციების ან არ გაწევრიანებულიყვნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალურად შექმნილი იყო საარჩევნოდ, 15 მაისის შემდეგ რეგისტრირებულ ორგანიზაციებს არ ვიღებთ არჩევნების დამთავრებამდე. გადაწყვეტილება მაისშია მიღებული და ყველამ იცოდა ამის შესახებ.

- მთავარი მიზეზი, რასაც ასახელებენ შიო ხეცურიანი და გიორგი ცინცაძე, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია სუპერლიგისა და "ა" ლიგის 64 კალათბურთელი, რომელიც იმსახურებდა საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლებას...
- 64 კი არა, 250 რომ ყოფილიყო, გამგეობის გადაწყვეტილებას ვეღარ დავარღვევდით ჩვენ.

- რას უპასუხებდით შიო ხეცურიანის განცხადებას, რომ ფედერაცია ცდილობს, გააყალბოს არჩევნები?
- ზოგს უნდა, რომ წამებულის მანტია მოირგოს; ზოგს უნდა, რომ შუბი დაიჭიროს და წმინდა გიორგის იმიჯით იმუშაოს. ასე რომ, განცხადებები კიდევ სხვანაირი იქნება და არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ვართ არბიტრები. მაქსიმალურად ვეცდებით და პირობას ვდებთ, რომ გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის არჩევნები.

- რას გვეტყოდით "ბასკონიის" კონტრაქტზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალური თემა გახდა და როცა ფედერაციას ცუდ მუშაობაში სდებენ ბრალს, იხსენიებენ ამ კონტრაქტს?
- მე მგონია, რომ ეს არის ძალიან კარგი კონტრაქტი. ზუსტად იქ მოვარჯიშე ბავშვები იყვნენ, საქართველოს ისტორიაში პირველად 16-წლამდელების A დივიზიონში რომ გადავიდნენ. ეს კონტრაქტი გრძელდება, არა მარტო ბავშვთა სფეროში, არამედ ეს უფრო ღრმავდება. დიდი შეურაცხყოფაა ნამდვილად, ეს ანგაჟირებული თემაა და თვითონ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს თავიანთ გამონათქვამებში, რასაც აცხადებენ.

- შიო ხეცურიანმა თქვა, რომ კოტე ტუღუშის გაშვება იყო დიდი უსამართლობა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ტერმინი არის ძალიან ცუდი. არავინ არავის არ გაუშვია. უშვებენ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მოქმედი კონტრაქტი და რამე ცუდი საქციელი ჩაიდინა ან ცუდად მუშაობს. კოტეს, უბრალოდ, ამოეწურა კონტრაქტი. ეს ჩვეულებრივი თემაა და ჩვეულებრივი მომენტია, რომ მოხდა როტაცია.

ახლა დაემატა ერთი ახალი ახალგაზრდა მწვრთნელი და როგორც ზუროსმა განაცხადა, კიდევ ფიქრობს ერთი ახალგაზრდის დამატებას. მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და შემდეგ ქართულ კალათბურთს დაეხმარებიან.

- კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე გკითხავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე დისციპლინას არღვევდა და ჰქონდა გარკვეული დაძაბული ურთიერთობა თანაგუნდელებთან...
- ნაკრები არის ერთი ოჯახი და ეს ყველაფერი ოჯახში მოგვარდა ან გვარდება. გარედან ამ ოჯახის საქმიანობაში ჩარევა, თუ არ იქნება იქიდან რამე თხოვნა, მე მგონი, არასწორია და არც ინფორმაციის გატანა ოჯახის გარეთ. არცერთ მოთამაშეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია და რაზეა დაფუძნებული, მე ვერ გეტყვით.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Kalatburtis ckolashi formis yidvas ro gavaleben anda uaress burtis yidvasac es ari ganvitareba xalxo.izireba ciagshi kaladburti ras uyurebs sportis saministro ras fulebs iyofen da bavshvebs gupaven.
Bajo
16:55 23-11-2017
0
სიმართლის თქმა და შვილის დაცვა თუ ინტრიგნობაა დაე ვიყო ინტრიგანი თქვენთვის და თქვენისთანა ქართველიშვილ გაბრიჩიძეებისთვის.ჩემი ბიოგრაფია უკეთ რომ შეგესწავლათ ამ სიტყვებს არც მე და არც საკუთარ თავს არ აკადრებდით ვინმე ახვლედიანო, 14წელიწადი შევარდნაძის პერიოდში დამნაშავეებთან ბრძოლაში გავატარე,ხოლო თუ ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილის დროს ერთი დღეც არ გამიტარებია პოლიციაში ,ოთხი შვილი დამეფიცება რომ მხოლოდ საკუთარი ნებით და სურვილით მერწმუნეთ მეამაყება და თუ ჭორების მავრცელებლის ფუნქციას ირგებთ ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ის მადლობა რასაც ამ საქმისთვის ფედერაცია გადაგიხდით.
ლევან ბულაშვილი
17:43 18-11-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული