გიორგი შერმადინი: მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მალაგას "უნიკახას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე შიო ხეცურიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!", - დაწერა შერმადინმა "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ კალათბურთიდ ფედერაციის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭო რა გადაეკიდეთ ამ ზაზას?! შიო უპირველეს ყოვლისა ნაკრების მოთამაშე იყო, კარგი განათლებაც მიიღო და მაგარი გამოცდილებაც აქვს. ეგეთ ადამიანებს სანთლით უნდა ვეძებდეთ და ჩამოგვყავდეს.

რაც შეეხება "ზაზას გამო არჩევითობას". ნუთუ ეგეთი ბნელები ვართ რომ ვიღაცის გამო ვიღაც ავირჩიოთ?! მოდით მითხარით რა სარგებელი აქვს გიორგი შერმადინს, თოკო შენგელიას ან მანუჩარ მარკოიშვილს თუკი ან შიო გახდება პრეზიდენტი ან გურასპაული? საქმე ქვეყნის საკალათბურთო მომავალს ეხება ზოგმა უკვე დაანება კალათბურთს თავი, ზოგიც მალე დაანებებს. ამ ბიჭებზე მეტად მერწმუნეთ არ შეგტკივათ გული, არ გირბენიათ მოედანზე და არ დაგიღვრიათ ოფლი. ხოდა მოდით, მათ დაღვრილ ოფლს და მათ სიტყვას პატივი ვცეთ და ცოტა თავშეკავებული ვიყოთ. ოჯახის წევრებმა უკეთ იციან ვინ უნდა ალაგოს სახლი და ვინ არჩინოს ოჯახი...
ნიკოლაუს ნიკოლა
01:54 10-12-2017
2
კარგით რა რომელი ნაკრების უმეტესობის მხარდაჭერა ზაზას რადგან ფედერაციის დათრევა უნდა მაგიტო ვიღაც შიო რატო უნდა გვეჯდეს. კალათბურთი ვისაც ესმის ამას ყველა ხედავს და რადგან ზაზას ძმაკაცები მხარს უჭერენ ნუ მოტყუვდებით, უმეტესობა რა თქმა უნდა გურასპაულისკენაა და ეგრეც უნდა იყოს
sos12
23:32 09-12-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული