შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

შიო ხეცურიანმა ერთი საათით ადრე უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, მან აღნიშნა, რომ მათ ვერ მოახერხეს უსამართლობის დამარცხება და მან ამ მომენტამდე არ იცოდა დელაგატების რაოდენობა, ხოლო საბოლოოდ გუნდთან ერთად გადაწყვიტა, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

ხეცურიანის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ყველა კალათბურთელისთვის ცნობილია და ის წარმატებას უსურვებს მომავალ კალათბურთის ფედერაციას.

შიო ხეცურიანმა კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა, პასუხს თავი აარიდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ
ყველა თანამოაზრეს, ჩემ ყველა მეგობარს - ყველას, ვინც გვერდში მედგა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვინც იბრძოდა ჩემთან ერთად იმ უსამართლობის წინააღდმეგ, რაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის და დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდება.

არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს.

ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს "ქორთიარდ მარიოტში", 13:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ცუდია..... ანუ დარჩა კალათბურთი გაბრიჩიძის ხელში და ბასკონიის წანგებიანი კემპიც სადაც უამრავი ფული კეთდება..... არავის არ გინდათ პროგრესი კალათბურთშივდა დაღუპავთ ისე როგორც ქართული ფეხბურთი გაანადგურეთ......
ლუკა
12 დეკემბერი 2017 14:58
0
ხო შიო ლანდზგეთ და ნახავთ 4 წლის მერე სადაც იქნება კალათბურთი
iii
11 დეკემბერი 2017 14:35
2
დასანანი ფაქტია. სამწუხაროა რომ შიო ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა ან მიიყვანეს.

ჩვენ როგორც ერი იმ აზროვნებამდე ვერ მივედით რომ ნებისმიერი სპორტის ხელძღვანელი კარგი მენეჯერი უნდა იყო. ამას კარდა კარგი სპორცმენიც თუ არის ეს ძალიან კარგია.

შიო როგორც მენეჯერი წარმატებული და შემდგარი ადამიანია. ის ასევე თამაშობდა ნაკრებში და უყვარს კალათბურთი.

პატივსაცემია ბატონი პაატა როგორც სპორცმენი, მაგრამ კარგი სპორცმენი სულაც არ ნიშნავს კარგ მენეჯერს და ხელმძღვანელს. ძალიან საინტერესოა მისი გამოცდილება ამ თვალსაზრისით...

Nix
11 დეკემბერი 2017 14:14
2
es igivea rac nemsadzis shemtx evashi moxda an ertadgils atamashebs da qna is rac gatvlili hqondat.ankide mxdali yopila...(ttuvcdbi momiteos shiom)
euhh
11 დეკემბერი 2017 12:54
2
კაცს რომელსაც ნდობას უცხადებს ნაკრების კალათბურთელთა ყველა ლიდერი და ზეწოლის ან სხვა მიზეზების გამო უარს იძახის არჩევნებში მონაწილეობაზე ეს ნიშნავს იმას რომ ან ინტრიგანია, ან აფერისტია ან მშიშარა.
დათო
11 დეკემბერი 2017 12:52
5
შიოს ნდობას ფაქტია უცხადებენ, გარდა ამისა ალბათ ყველამ ნახა რამდენი იშრომა ამ მომენტამდე. ფაქტია რომ დიდ უსამართლობას ქონდა ადგილი.

ვინც არ უნდა გიცხადებდეს ნდობას, როცა აშკარად იცი რომ ბლოკს გიკეთებენ, რა აზრი აქვს წაგებულ ბრძოლაში შესვლას? სამწუხაროდ ნაკრების წევრებს დელეგატის მანდატები არ აქვთ :)
Nix
11 დეკემბერი 2017 14:25
7
სწორი და ღირსეული ნაბიჯია!
მონაწილეობა, რომ მიეღო ფედერაციის უკანონო და უსამართლო ქმედებების ლეგიტიმაცია გამოდიოდა მისი მხრიდან.
ქართული კალათბურთი მაინც გაიმარჯვებს, შიოსთანე ერთად!

Jeka
11 დეკემბერი 2017 12:40
9
შაბათს პაატა გურასპაულის პროგრამის წარდგენისას გამოჩნდა, რომ საკალათბურთო სამყაროს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველა ცნობილი კალათბურთელი, ევროპის ფედერაციები მხარს სწორედ პაატა გურასპაულს უჭერენ. შიო ხეცურიანს კი თითქმის არავინ იცნობს და მხოლოდ ის იციან, ზაზა ფაჩულის მეგობარია. ხეცურიანი მიხვდა, რომ მიუხედავად ვიღაცეებისთვის დაპირებების მიცემის და მთავრობაში სიარულისა, შანსი არ აქვს. ახლა, თავის გამართლებას ცდილობს და ტყუის, თიღქოს დელეგატები არ არის ცნობილი. ამ დროს, დელეგატების სია ოფიციალურად აქვს მიღებული გასულ კვირაში და მაგიდაზე უდევს.
ზურა
11 დეკემბერი 2017 12:36
9
ესენი არ ითვლება? "შიო ხეცურიანს თითქმის არავინ იცნობს"-?! თუნდაც, სხვა ყველაფერში მართალი იყო...
ანუ, "მხოლოდ ფაჩულია", შერმადინი, მამაშვილი შენგელიები...
11 დეკემბერი 2017 12:57
4
კარგით რაა რას მაუმუნობთ
gigi
11 დეკემბერი 2017 12:20
1
ან სერიოზული ზეწოლა განხორციელდა მასზე ანაც უბრალოდ არასერიოზული ადამიანი ყოფილა შიო, როგორ შეიძლება ესე მარტივად დათმო ბრძოლის შანსი როდესაც თვლი, რომ კალათბურთს მომავალი ენგრევა გაუგებარია....

მაშინ გამოდის რომ წინასაარჩევნო პერიოდის ტყუილზე ქონდა აგებული და გურასპაული ღირსეული შემცვლელი იქნება მოქმედი პრეზიდენტის.
bell
11 დეკემბერი 2017 12:19
4
ზეწოლა მე მთავრობიდან ვიცი და მთავრობა ამას უჭერდა მხარს.
ლევანი
11 დეკემბერი 2017 13:02
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული