გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს თავდებში სპორტის სფეროს წარმომადგენლები უდგებიან.

კერძოდ, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს თავდებში ჯამლეტ ხუხაშვილი, ეზრა პალაგაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ვლადიმერ ძიძიგური, ზაზა მაჩალაძეს კი ანატოლი ბოისა და კახა შენგელია უდგებიან.

დაცვის მხარე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას იშუამდგომლებენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჯამლეტ ხუხაშვილმა განაცხადა, ვაჟა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილს უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი შეცდომა გამოასწორონ.

ხუხაშვილი ახალგაზრდა კალათბურთელების აღზრდაში დათიკაშვილისა და კვარაცხელიას როლსაც უსვამს ხაზს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ დამნაშავეები არიან თავდებში რატომ უდგებიან? ამ ქვეყანაში აღარავინ ისჯება? რა დონეც არის ქვეყანაც იმ მდგომარეობაშია!!!
zura
15:01 08-02-2018
0
ყველას თავისი აზრი გააჩნია, რათქმაუნდა აქვს იმ აზრს არსებობის უფლება, დაარღვია უნდა დაისაჯოს,მაგრამ რეალურათ უკვე საკმარისათ დაისაჯნენ,შეცდომა ყველას მოსდის, მითუმეტეს ის ღვაწლი რაც კვარაცხელიას ან თუნდა მაჩალაძეს აქვს კალათბურთის მიმართ, უნდა ახსოვდეს ამ სპორტის გულშემატკივარს.ისედაც უდიდესი სირცხვილი ნახეს ამ ხალხმა და სულაც არაა საჭირო კიდევ უფრო გავაუბედუროთ ოთხკედელში გამოკვეთის. იქნენ ცნობულნი დამნაშაცეთ და პირობითით გამოუშვან, ეს იქნება სამართლიანი
True detective
16:05 08-02-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული